logo_geo
გიორგი გასვიანი: ზედმეტად მიკერებული ვიყავი მშობლებზე, დედაზე – განსაკუთრებით...
- +

18 მაისი. 2021. 15:40

 

მსახიობი და ტელეწამყვანი, გიორგი გასვიანი ჟურნალ „თბილისელებთან“ თავის ცხოვრებაში მშობლების როლზე საუბრობს.

 

 

„ძალიან თბილი ოჯახი გვქონდა. ზედმეტად მიკერებული ვიყავი მშობლებზე, დედაზე – განსაკუთრებით, თან დედისერთა ვარ. ისინი დაქორწინდნენ, ერთი შვილი ეყოლათ, სახლი ააშენეს და მეორე შვილის ყოლა როცა გადაწყვიტეს, ომი დაიწყო... მე დეიდამ წამომიყვანა, თავად სოხუმში დარჩნენ და ომის დროს სამსახურში დადიოდნენ. 28 სექტემბერს წამოვიდნენ იქიდან, როცა სოხუმი უკვე დაცემული იყო. დედა აგრონომ-დეკორატორია, მამა ინჟინერი გახლდათ. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩემი მშობლები გამორჩეულები და თანამედროვედ მოაზროვნეები იყვნენ. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ბედნიერი ბავშვი ვყოფილიყავი. მათი როლი იყო ისიც, რომ გადაწყვიტეს, თეატრალურ სტუდიაში შევეყვანე. ეს გადაწყვეტილება სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან მერე გავხდი მსახიობი. მათი დამსახურებაა, რომ ცხოვრებაში სულ სხვა შეხედულებები ჩამომიყალიბდა – ზრუნვის, სირთულეების გადალახვის მაგალითი მომცეს. მამა ახალგაზრდა ასაკში უცებ იქცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ომის შემდეგ ხელ-ფეხი წაერთვა და ნახევარი კაცი დარჩა. მის მიმართ ზრუნვასა და იმ ჭირ-ვარამის გმირულად გამოვლას რომ ვუყურებდი, საერთოდ შემეცვალა წარმოდგენები. 90-იან წლებში, როცა წიგნების ყიდვის საშუალება არ გვქონდა, დედა ყველაფერს აკეთებდა, რომ განათლებაც მიმეღო და თეატრალურ სტუდიაშიც ვყოფილიყავი. ახლა ამ ყველაფრის გაკეთება შვილისთვის მარტივია, თუმცა, მაშინ ნამდვილად რთული იყო“, - ამბობს გასვიანი.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი