logo_geo
„მამულიჩა“: თუ არაფერს გააკეთებ, არც არაფერი მოხდება!
- +

19 მაისი. 2021. 13:07

 

 

პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე „მამულიჩა“, პანდემიის პერიოდზე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

 

„პანდემიის პერიოდის მაქსიმალურად  გამოყენებას ვცდილობთ ეკრანსა თუ ინტერნეტ-სივრცეში. კონცერტები არ არის და ბუნებრივია, ადამიანები აქეთ გადაიტანდნენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას. ზურა მანაგაძის სიმღერა „გიორგობისთვის“ ცოცხალი ვერსია „ნონ-სტოპმა“ ჩაწერა „ბრავო რექორდსში“ და ნესტან სინჯიკაშვილის იდეით, კლიპი სამხატვრო აკადემიაში გადავიღეთ. ერთი დღით შეგვიშვეს და მგონი, ძალიან ლამაზი გამოვიდა. „იუთუბზე“ ტრენდულებში მოხვდა. მყარად მივდიოდით წინ და ეს ორი დღეა, მყარადვე ვართ მესამე ადგილზე გაჩერებულები. მაკა ზამბახიძის კლიპი გავაკეთეთ დაბადების დღის თემაზე და ახლა უკვე ქართული ვერსიაც გვექნება. ლელას გადაცემაში იქნება პრემიერა, ასე რომ, მაკასთანაც ნაყოფიერად ვიმუშავეთ. მიუხედავად ყველაფრისა, აქტიური პერიოდია. რომ ვთქვა, მაინც არაფერი ხდებაო და გავჩერდე, ეს გამორიცხულია. ძალიან ოპტიმისტი ვარ და ვთვლი, რომ თუ არაფერს გააკეთებ, არც არაფერი მოხდება“, - ამბობს კახა მამულაშვილი. 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი