logo_geo
ნიკა ქავთარაძე: ბავშვობიდან ვგიჟდები ადამიანთან ურთიერთობაზე
- +

24 მაისი. 2021. 15:48

 

 

იუმორისტი და მსახიობი ნიკა ქავთარაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს, თუ რატომ არის მისთვის აქტუალური პლატონური სიყვარული.

 

„ბავშვობიდან ვგიჟდები ადამიანთან ურთიერთობაზე. მეორე მხრიდან პასუხი შესაძლოა, არ ყოფილიყო, მაგრამ ეს ჩემს ემოციებს ვერ აკნინებდა. შეიძლება, კონკრეტულ შედეგამდე ვერ მივსულიყავი, მაგალითად, ვიღაცას რომ ეკოცნა ჩემთვის, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ჩემი გონება ერთობოდა ამ ემოციებით, მომწონდა ის, რომ ვიღაც მიყვარდა. ვიყავი, სათვალიანი, ბუთხუზა და კარგი მოსწავლე- ჩემს ბავშვობაში ეგეთი გმირები კომიკურებად ითვლებოდნენ, მაგრამ ზუსტად იმან, რომ ასეთი ვიყავი, ჩემში იუმორი და სამყაროს განსხვავებულად ხედვა გააძლიერა. ეს საერთოდ არ მაკომპლექსებდა. ჩემთვის რომ ვინმეს უარი ეთქვა, ჩავთვლიდი, რომ ის შეცდა. არც ვასერიოზულებდი ამ ამბავს, უბრალოდ, კარგი მეგობარი ვიყავი, მიყვარდა ხალხთან ურთიერთობა და ეს იყო ამოსავალი. შეიძლება, ვიღაც მყვარებოდა, მაგრამ საერთოდ არ მეთქვა მისთვის. გაზიარება არ იყო მაინცდამაინც მნიშვნელოვანი“, - ამბობს ქავთარაძე.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი