logo_geo
გიორგი ღოღობერიძე: მესამე ტალღა არც ისე მძაფრი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდით
- +

27 მაისი. 2021. 20:04

 

 

„მესამე ტალღა არც ისე მძაფრი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდით“, - ამის შესახებ ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა, ონკოლოგიის რეზიდენტმა, ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, კორონავირუსის ტალღები ყოველთვის იქნება, მაგრამ მთავარია, ტალღებში რამდენად დიდ შემთხვევებს ვგულისხმობთ.

 

„ვირუსის ტალღები შეიძლება იყოს იმდენად მცირე რაოდენობით, რომ ამან შეიძლება ჩვენში სერიოზული პანიკა არ გამოიწვიოს. თუ ჩვენ დავაკვირდებით ბოლო შვიდი დღის სტატისტიკას, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველაფერი გახსნილია ამის ფონზეც კი არ გვაქვს კატასტროფულად მაღალი რიცხვები და ეს მესამე ტალღაც არც ისე მძაფრი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდით. ამიტომ არ მგონია ახლო მომავალში ჩვენ შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება გვქონდეს“, - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი