logo_geo
დავით გადელია: პირველი შტამის დროს რომ ვიღებდით ბავშვებს, დარბოდნენ, მშვენივრად იყვნენ, ახლა საკმაოდ მძიმედ არის საქმე
- +

29 მაისი. 2021. 03:03

 

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია აცხადებს, რომ ქვეყანაში, ამ ეტაპზე, ძირითადად, კორონავირუსის ბრიტანული შტამი ცირკულირებს. მისივე განცხადებით, ბავშვებში აღნიშნული შტამი შედარებით მომატებული სიმძიმით მიმდინარეობს, გაზრდილია ვირუსის გავრცელებაც ბავშვებში.

 

"ახლა ჩვენთან ძირითადად არის ჩOVID-19-ის ბრიტანული შტამი და ჩვენ თვითონაც ვგრძნობთ, რომ სიმძიმეც ბავშვებში, დრამატულად დიდად არა, მაგრამ ოდნავ მეტია და გავრცელებაც საკმაოდ მომატებულია.

 

წინათ, როდესაც პირველი შტამის დროს ვღებულობდით ბავშვებს, პალატებში ვერ ვაკავებდით ისე დარბოდნენ-დახტოდნენ, მშვენივრად იყვნენ. ახლა საკმაოდ მძიმედ არის საქმე.

 

ამ წუთას გვყავს 23 ბავშვი პაციენტი. ყველაზე მცირეწლოვანი 2-3 წლის არის. მისი მდგომარეობა ნორმალური, საშუალო სიმძიმის არის", - განაცხადა დავით გადელიამ "ღამის კურიერის" ეთერში.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი