logo_geo
თაკა კაკულია: როცა პოლიცია მაჩერებს, სულ რაღაც კურიოზი ხდება
- +

2 ივნისი. 2021. 16:00

 

 

„ვიდეოკამერებს დავუჯარიმებივარ, პოლიციის თანამშრომელს - არა“, - ამის შესახებ „კომედი შოუს“ მსახიობი თაკა კაკულია ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში საუბრობს. 

 

„ვიდეოკამერებს დავუჯარიმებივარ, პოლიციის თანამშრომელს - არა. თავდაპირველად, საჭესთან რომ დავჯექი, არასწორად ვმოძრაობდი, არასწორად ვუხვევდი... მაგალითად, სანაპიროდან „ვეფხი და მოყმეს“ ძეგლთან ავედი, რაც არ შეიძლებოდა, - 2 უწყვეტი ზოლი გადავკვეთე. პოლიციამ გამაჩერა - რას აკეთებ? ასეთი არავის არაფერი გაუკეთებიაო. მერე, ნელ-ნელა ვისწავლე  და მივეჩვიე. როცა პოლიცია მაჩერებს, სულ რაღაც კურიოზი ხდება: მაგალითად, ერთხელ ავტომობილი არასწორ ადგილას გავაჩერე. პოლიციის თანამშრომელი მოვიდა და მითხრა: შენ ჩემი კურსელი ხარ, არ გახსოვარო? არა-მეთქი, პირველ კურსზე ერთად ვსწავლობდითო, ძალიან კარგი-მეთქი. წადი, წადი ახლაო... - ბოლოს მითხრა და გამომიშვა“, - ამბობს თაკა კაკულია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი