logo_geo
ირაკლი ნადარეიშვილი: დღეს არის ყველა წინაპირობა, რათა ვთქვათ, რომ ეკონომიკური კრიზისის პიკი გავლილია
- +

4 ივნისი. 2021. 03:02

 

„დღეს არის ყველა წინაპირობა, რათა ვთქვათ, რომ ეკონომიკური კრიზისის პიკი გავლილია“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში  განაცხადა.

 

„იანვრიდან მოყოლებული, ეტაპობრივად ხდება რეგულაციების გამარტივება და აბსოლუტურად ყველა დარგი დღეს ძალიან მინიმალური შეზღუდვებით ოპერირებს, რაც ძირითადად, ღამით გადაადგილებასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, დღეს არის ყველა წინაპირობა, რათა ვთქვათ, რომ ეკონომიკური კრიზისის პიკი გავლილია“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.

 

მისი თქმით, ეკონომიკური კრიზისის მიმდინარეობისას მარტივი არ არის ზუსტი დიაგნოზის დასმა, გადალახულია თუ არა პიკური სიტუაცია, თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს მთელი რიგი მონაცემები.

 

„მაგალითად, მაკრო ეკონომიკური. ბოლო მონაცემებით, მარტის და განსაკუთრებით, აპრილის ეკონომიკური ზრდა 45%-ის ოდენობით დაფიქსირდა, რაც ნამდვილად უპრეცედენტოა და არის იმის აშკარა ნიშანი, რომ საქართველოში ეკონომიკური აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპით იწყება. მათ შორის, კარგი, პოზიტიური ნიშანია ის, რომ ეკონომიკური ზრდა ბიზნესის დარგების მიხედვით საკმაოდ დივერსიფიცირებულია“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი