logo_geo
დავით ნარიმანიშვილი: გამიჩნდა განცდა, რომ საქართველოდან აუცილებლად უნდა წავსულიყავი...
- +

4 ივნისი. 2021. 14:23

 

შეფ-მზარეულმა და „სამზარეულოს ომების“ ჟიურის წევრმა დავით ნარიმანიშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში განვლილ გზაზე ისაუბრა.

 

„9 წლიდან ფეხბურთს ვთამაშობდი. 16-17 წლამდე პროფესიონალურ დონეზე ვთამაშობდი, ყოველდღიურად ვვარჯიშობდი. მაშინ ჩემი ცხოვრება ბურთის გარეშე ვერც წარმომედგინა. ორ გუნდში ვთამაშობდი. სკოლის მერე პირდაპირ ვარჯიშზე მივდიოდი, სხვა საფიქრალი არც მქონდა.

 

ეს ამბები ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა, 1995-1996 წლებს. ყველაფერი შავ-თეთრი იყო და იმ დროს ფეხბურთიდან რამდენჯერმე მოგვიწია საზღვარგარეთ გასვლა. განათებულ და ულამაზეს მექსიკასა თუ სანქტ-პეტერბურგში ჩასვლა მაშინ ჩვენთვის ნამდვილი საოცრება იყო.

 

მაშინ გამიჩნდა განცდა, რომ საქართველოდან აუცილებლად უნდა წავსულიყავი. ვფიქრობდი, რომ თუ 17-18 წლის ასაკში მოვახერხებდი ამას, ფეხბურთს იქ გავაგრძელებდი. 20 წელს რომ გადავცილდი, ფეხბურთი განზე დარჩა, რადგან უკვე არაპროფესიონალურად ვთამაშობდი.

 

ესპანეთში რომ წავედი, 25 წლის ვიყავი. ბარსელონაში ჩავედი, რადგან მანამდე ჩემი ბავშვობის მეგობრები ჩავიდნენ იქ. ჩემს მეგობართან ერთად მოვამზადე საბუთები და ორივე წავედით“, - ამბობს შეფ-მზარეული ინტერვიუში.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი