logo_geo
მიტროპოლიტი სტეფანე: თუ პატრიარქის წინააღმდეგ რაიმეს წამოვაყენებდი, პრობლემა არ მექნებოდა
- +

7 ივნისი. 2021. 14:57

 

 

„თუ მე დავთანხმდებოდი იმ პირველ შეხვედრაზე და პატრიარქის წინააღმდეგ რაიმეს წამოვაყენებდი, პრობლემა არ მექნებოდა“, – ამის შესახებ ცაგერის, ლენტეხისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

მეუფე სტეფანემ გაიხსენა, რა მოხდა სალხინოს მონასტერში, როდესაც მან წირვა პირველად ჩაატარა. როგორც იგი ჰყვება, წირვის შემდეგ მონასტრის მაშინდელმა წინამძღვარმა, იღუმენმა დანიელ გვილავამ მიტროპოლიტთან განცალკევებით საუბარი ითხოვა.

 

„ცდილობდა ჩემ გადაბირებას თავის მხარეზე, რომ გავმხდარიყავი ამ წინააღმდეგობაში ეკლესიის წინააღმდეგ. რომ ვყოფილიყავი თანამონაწილე. ასეთი მიმართულება ჰქონდა ამ საუბარს. თუ მე დავთანხმდებოდი იმ პირველ შეხვედრაზევე და პატრიარქის წინააღმდეგ რაიმეს წამოვაყენებდი, პრობლემა არ მექნებოდა. იქნებოდა ჩვეულებრივად, შეხმატკბილებულად ჩვენი ცხოვრება საამური. თუმცა, ეკლესიას რა დაემართებოდა ამის შედეგად და როგორ დღეში ვიქნებოდით, ეს უკვე სხვა საკითხია.

 

საიდან უნდა მქონდეს მე ინფორმაცია. რომ მე პატრიარქზე რაიმე ვისაუბრო?! ანუ, ვიღაცამ უნდა მომაწოდოს და მერე, მე რატომ ვარ დარწმუნებული, ის ვინც მაწვდის, არ არის მოტივირებული, რომ მომაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც თავად აწყობს და ეს ინფორმაცია არ იყოს გაყალბებული. ფაბრიკაცია მომიტანოს და იმდენად ვერ გამოვიჩინო გონიერება, რომ ეს ყველაფერი მე გავუხმოვანო. ან ხარ პირდაპირ ამ სამსახურის თანამშრომელი, ან კიდევ იმდენად შტერი, რომ ამ ყველაფერს, რასაც ის გაძლევს, შენ ახმოვანებ – გავლენის აგენტებს რომ ამბობენ“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი