logo_geo
რუსუდან ფეტვიაშვილი: მას ჰქონდა სურვილი, გაგვეხსნა პატარა კაფე-გალერეა
- +

31 ივლისი. 2021. 22:45

 

 

მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი, რომელმაც ხატვა ბავშობიდან დაიწყო, საკუთარი ცხოვრების მძიმე პერიოდზე ყვება. დროზე, როდესაც მეუღლე დაკარგა.

 

ჟურნალ „სარკესთან“ მხატვარი იმ ემოციებს იხსენებს, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დარჩა. როგორც მხატვარი ყვება, იგი მეუღლესთან კავშირს გარდაცვალების შემდეგაც გრძნობს.

 

„16 წლის ვიყავი, როცა გავიცანი, 18 წლიდან ერთად ვცხოვრობდით და ერთი დღე არ დავშორებივართ, სულ ერთად ვიყავით. სამსახურშიც, უცხოეთშიც ერთად დავდიოდით. ჩემს მშობლებთან და ახლობლებთანაც ერთად მივდიოდით და ახლაც ერთად ვართ. მართალია, ვიცი, რომ ის გარდაიცვალა, მაგრამ განცდა იმისა, რომ დამცილდა, არ მაქვს, რადგან ვგრძნობ მასთან ერთიანობას“,- ჰყვება მხატვარი.

 

როგორც რუსუდან ფეტვიაშვილი ამბობს, მათ ერთად სურდათ გაეხსნათ პატარა კაფე-გალერეა, რომელსაც იგი თავად მარტოც აუცილებლად შეასრულებს.

 

„ჩვენ ბათუმში გვქონდა გალერეა, შემდეგ თბილისშიც. ჩემი მეუღლის ავადმყოფობის დროს ვეღარ მივხედე და ორივე დავკეტე. მას ჰქონდა სურვილი, გაგვეხსნა პატარა კაფე-გალერეა – თემატური, კონცეპტუალური, მყუდრო, რომელიც იქნებოდა ლამაზი ადგილი, სადაც მოვიდოდნენ თბილისელები, დალევდნენ ყავას, დატკბებოდნენ ხელოვნებით და სასიამოვნოდ გაატარებდნენ დროს. ჩემი მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად აუცილებლად ავასრულებ მის სურვილს“,- ამბობს რუსუდან ფეტვიაშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი