logo_geo
სალომე გოგიაშვილი: როგორც კი ერთად ვხვდებით, ეგრევე დეპრესია მეწყება
- +

4 აგვისტო. 2021. 18:27

 

 

ტელეწამყვანი, სალომე გოგიაშვილი, ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს თუ, რატომ არ უყვარს მთაში დასვენება.

 

„მთაში დასვენება არ მიყვარს. ჩათვალეთ, როგორც კი მთაში წავალ, ეგრევე ფსიქიატრიულში მოვხვდები - ყველაზე მეტად არ მიყვარს ბუნება. ბუნების სიმშვიდეში ისეთი დეპრესია და ნევროზი მეწყება, მდგომარეობიდან ვეღარ გამოვდივარ. ჩემთვის დასვენება აქტიურობასთან, ხალხმრავალ ადგილთან და ხმაურთან ასოცირდება. ვერ ვიტან პასიურ დასვენებას, ბუნებაში სეირნობასა და სიმშვიდეს. დამიჯერეთ, როგორც კი სიწყნარე და მე ერთად ვხვდებით, ეგრევე დეპრესია მეწყება და ცუდად ვარ. ამიტომ, არცერთი ჩემი მეგობარი არ მეპატიჟება, როცა ქალაქგარეთ გადიან, გამორიცხულია. რაჭაში ვიყავი ორჯერ, ისიც კონცერტი მიმყავდა. კონცერტის მსვლელობის დროს, როცა ხალხმრავლობა და ხმაური იყო, კარგად ვიყავი. როგორც კი სასტუმროში მივდიოდი, სიწყნარე იყო, გავიხედავდი ფანჯრიდან და ბუნება ჩანდა, მანქანაში ვჯდებოდი და მოვდიოდი.“ - ამბობს ტელეწამყვანი.

 

ტელეწამყვანი, ასევე ერთ-ერთ შემთხვევას იხსენებს:

 

„ერთხელ ბორჯომში ვიყავით სასტუმროში, გადაღებაზე. გადაღება, რომ მორჩა და მივხვდი, ტყეში ვარ, დავიძინებ, გავიღვიძებ და ისევ ამ ხეებს უნდა ვუყურო, უბრალოდ, ავდექი, ჩავჯექი მანქანაში და დაღლილ-დაქანცული დავადექი გზას თბილისისკენ.“

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი