logo_geo
ვახტანგ ხარჩილავა: ელისო კილაძე იქცევა როგორც მანქანა, რომელსაც მუხრუჭებმა უმტყუნა და...
- +

7 ივნისი. 2017. 15:34

„ელისო კილაძე დესტრუქციული ძალაა, რომელიც შლის, ხლეჩს საზოგადოებას, თესავს ეჭვს, უნდობლობას, ერთმანეთთან აპირისპირებს ადამიანებს, რომლებსაც მანამდე ნორმალური, ურთიერთპატივისცემაზე აგებული ურთიერთობა ჰქონდათ“, - ამის შესახებ „საერთო გაზეთის“ მთავარი რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავა გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შესახებ წერს.

 

„ბევრი, მათ შორის მეც, იმ მანიპულაციების და ინტრიგების შედეგად, რომელთა ხლართვის დიდოსტატიც ბრძანდება ეს ქალბატონი, ისეთ ადამიანებს გადამკიდა მტრად, რომლებთანაც მანამდე კარგი სალმისა და პატივისცემის გარდა არაფერი მაკავშირებდა.

 

მას შეუძლია, გუშინდელი მეგობარი დღეს ყველაზე ბინძური ეპითეტებისთვის გაიმეტოს, კოლეგა ქალბატონს სამლარიანი „მინეტჩიცა“ უწოდოს და თან ისიც დააყოლოს, რომ ქალბატონის ვაჟისთვის ამ ამბის შეტყობინებას აპირებს. მას შეუძლია, ადამიანს, რომელსაც მამას, მასწავლებელს, მის ყველაზე დიდ მოამაგეს უწოდებდა, წყალში ჩაუყაროს ყველაფერი და შემაძრწუნებელი უტიფრობით ათასგვარი სისაძაგლე დააბრალოს.

 

მას არ უმუშავებს ნორმალური ადამიანისთვის დამახასიათებელი შემაკავებელი რეცეპტორები, ის იქცევა როგორც მანქანა, რომელსაც მუხრუჭებმა უმტყუნა და თავდაღმართზე დაქანებული მიდის და ლეწავს ყველაფერს, რაც გზად ხვდება.

 

ის „სიცრუის მანქანაა“, თუმცა იმდენად არაქაური და არაქართული ბუნებისაა, ვფიქრობ, ეს „მანქანა“ ქუთაისში არ უნდა იყოს „აწყობილი“...

 


ასეთ „მანქანებს“ საბჭოთა პერიოდში აწყობდნენ ხოლმე სპეციალურად ამ „საქმისთვის“ გამოყოფილ „ქარხნებში“, - აცხადებს ვახტანგ ხარჩილავა.



წყარო : wyaro
big_banner
არქივი