logo_geo
ვახტანგ ხარჩილავა: მივმართავ პროკურატურას, შსს-სა და სუს-ს - დროულად გამოიძიეთ ელისო კილაძის საქმიანობა
- +

7 ივნისი. 2017. 15:57


„ელისო კილაძის გვარ-სახელის უკან ადამიანთა სერიოზული გუნდი დგას, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის წინაპირობებს ამზადებს", - ამის შესახებ წერს „საერთო გაზეთის" მთავარი რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავა  სტატიაში „ციანიდი ქართული ჟურნალისტიკისთვის, ანუ ვის და რას ემსახურება ელისო კილაძე და მისი იატაკქვეშა „დეპარტამენტი?"


ხარჩილავა მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დროულად გამოიძიონ ელისო კილაძის საქმიანობა.

 

„ელისო კილაძე ამ გუნდის კრებსითი სახელია, ხოლო თვითონ ამ გუნდის სრული შემადგენლობის გამოაშკარავება, მათი ბნელი სქემების და ბნელი ზრახვების გაშიფვრა, ჟურნალისტების შესაძლებლობებს აღემატება - ეს შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა გააკეთონ.

 

თუ ეს არ მოხდა, ელისო კილაძესთან „შაირობა" და „კაფიობა" სწორედ რომ ქალბატონ ელისოს აძლევს ხელს და იმათ თვალში, ვისაც იგი პოლიტიკის უღრანებში „სანადიროდ" ჰყავს გაშვებული, მის ფიგურას წონას და ფუნქციას ჰმატებს.

 

ამიტომაც ელისო კილაძესთან პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ.

 

რაც არ უნდა მოჩმახოს მან ჩემზე და რაც არ უნდა მომიგონოს, მე კილაძესთან საქმე არ მაქვს, მე საქმე მაქვს საქართველოს პროკურატურასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან - დროულად გამოიძიეთ ამ ქალბატონის და მისი იატაკქვეშა „დეპარტამენტის" საქმიანობა, რომელსაც აშკარად დაჰკრავს ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ელფერი.

 

...ამ წერილს რომ ვწერდი, რატომღაც სულ მახსენდებოდა ე. წ. ციანიდის საქმე და დეკანოზი გიორგი მამალაძე.

 

მე არ ვიცი, მართლა შეიძინა თუ არა მამა გიორგიმ ციანიდი, თუმცა, ის ნამდვილად დადგენილია, რომ მას ციანიდი არავის წინააღმდეგ არ გამოუყენებია.

 

არ გამოუყენებია და მაინც ციხეში ზის და მის საქმეს პროკურატურა იძიებს.

 

რით არის ციანიდის შხამზე ნაკლები ის პუბლიკაციები და პოსტები, რომლებსაც ქალბატონი ელისო ხან ბეჭდური და ელექტრონული მედიით, ხან სოციალური ქსელებით ავრცელებს და საზოგადოებას წამლავს?

 

ჰოდა, დროულად გამოიძიეთ ამ პატივცემული მანდილოსნის და მისი „კანტორის" შავბნელი  საქმეები, ბატონებო!" - წერს ვახტანგ ხარჩილავა.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი