logo_geo
გოგი თოფაძე: ის რა ოჯახია, ქალი რომ წავა საბერძნეთში საშოვარზე და კაცი აქ ელოდება, როდის გამოუგზავნის ფულს...
- +

20 ივნისი. 2017. 21:06


 

ყველა ქვეყანა თავის გლეხს როგორ იცავს, იცი? დოტაციებია ყველგან, ამერიკაშიც, გინდა საფრანგეთი აიღე, სოფლის მეურნეობა დოტაციურია. ჩვენთან არაფერი, ხალხი გარბის, სულ სოფლიდან გარბიან, ქალები გარბიან მოსამსახურეებად, კაცები აქ რჩებიან..." , - ამის შესახებ პარტია „მრწეველების" ლიდერმა გოგი თოფაძემ  გაზეთ „ალიასთან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.


ან ის რა ოჯახია, ქალი რომ წავა საბერძნეთში საშოვარზე, ან თურქეთში და კაცი აქ ელოდება, როდის გამოუგზავნის ის ფულს. ეს არ არის ქართული ოჯახი, უკვე დაინგრა ის პრინციპები, რაც ქართულ ოჯახში იყო... კაცო, შევადაროთ, 30-35 წლის წინ რა იყო თურქეთი და რა იყო საქართველო... მე დავდიოდი იქ ხშირად და ვხედავდი, ხალხი მიწურებში ცხოვრობდა, იყო ერთი სტამბული და ანკარა. საქართველოში ცხოვრების დონე იყო ათი თავით მაღლა. აი, სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გააკეთა ის, რომ დღეს თურქეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. რა ვართ დღეს ჩვენ? ვალებში ჩაფლული ქვეყანა, გაუბედურებული, ყველაზე სუსტი ამ რეგიონში. აზერბაიჯანი აიღე, ირანი აიღე, ვინც გინდა... როცა ცოლი წასულია საშოვარზე და ქმარი ელოდება, როდის გამოუგზავნის 200 დოლარს, ეგ აღარ არის ოჯახი. ამას აკეთებენ, სწორედ ამას, რომ ქართველები გავიდნენ, გავიდნენ და დავრჩებით ცოტა ხანში მილიონნახევარი. სად არ მინახია ქართველები, ესპანეთში ვნახე საწყლები, მუშაობენ მშენებლობაზე... საბერძნეთში, თურქეთში, სულ მომსახურეები და მონები არიან" , - განაცხადა გოგი თოფაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი