logo_geo
2019 წელს Facebook-ის მოგებამ 70 მილიარდი დოლარი შეადგინა
- +

30 იანვარი. 2020. 16:54

 

2019 წელს Facebook-ის მოგება 27 %-ით გაიზარდა და 70,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ „The Wall Street Journal“ კომპანიის კვარტალურ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, Facebook-ის სუფთა მოგება 7 %-ით გაიზარდა და 7,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, მეოთხე კვარტალში კომპანიის ხარჯები 34%-ით, $12 მილიარდამდე გაიზარდა.​ Facebook-ის აქციები კი 55 %-ით გაიზარდა და თითოს ღირებულება 220 დოლარს შეადგენს.

 

ცნობილია Facebook-ის მომხმარებელთა ახალი სტატისტიკაც. ყოველდღიურად სოციალური ქსელით 1,66 მილიარდი ადამიანი სარგებლობს, თვეში კი მათი რაოდენობა 2,5 მილიარდს აღწევს. ასევე, ყოველთვიურად კომპანიის აპლიკაციებით - Instagram, Messenger და WhatsApp 2,89 მილიარდი ადამიანი სარგებლობს.

 

„Forbes USA“-ის ინფორმაციით, კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ Facebook-ის აქციების ფასი თითქმის 7 %-ით დაეცა, სოციალური ქსელის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის ქონება კი 5 მილიარდით, 77 მილიარდამდე შემცირდა.

 

2019 წელს Facebook არაერთხელ აღმოჩნდა მილიონობით მომხმარებლის მონაცემების გაჟონვის პრობლემის პირისპირ. ივლისში აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ Facebook მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის გამო 5 მილიონი დოლარით დააჯარიმა. გამოძიება სოცქსელის წინააღმდეგ კომპანია „Cambridge Analytica“-სთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ დაიწყო, რომელმაც, მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემები პოლიტიკური რეკლამისთვის შეაგროვა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი