logo_geo
ილჰამ ალიევი: თუ სომხეთი ჩვენს მიწებს დატოვებს, საბრძოლო მოქმედებებს შევაჩერებთ
- +

2 ნოემბერი. 2020. 15:41

 

„იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი ჩვენი დასახლებული პუნქტების დაბომბვას შეაჩერებს, ჩვენი მიწებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის კონკრეტულ ვალდებულებას წარმოადგენს, მზად ვართ, საბრძოლო მოქმედებები შევაჩეროთ“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ინფორმაციას Report.az აქვეყნებს.

 

„ამ შემთხვევაში კონფლიქტის სამხედრო ნაწილი დასრულდება და ის პოლიტიკურ მოგვარებაში გადავა. ვფიქრობ, სომხეთი მიხვდება, რომ დამარცხდა და ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა ალიევმა.

 

ამასთანავე, ილჰამ ალიევი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სომხეთი საპირისპირო რამეს აკეთებს. ის რუსეთს მიმართავს და მისგან დახმარებას ითხოვს.

 

„რუსეთი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა და ამ საკითხში ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს. ამას ეუთო-ს მანდატიც მოითხოვს" - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. მისი თქმით, სომხეთზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს, რომ მან საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს.

 

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი