logo_geo
დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ არჩევნებში მისი გამარჯვების შესახებ უკვე საღამოს გახდება ცნობილი
- +

4 ნოემბერი. 2020. 01:22

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შესახებ უკვე საღამოს გახდება ცნობილი.

 

ჟურნალისტების კითხვას, როგორ აფასებს გამარჯვების შანსებს და როდის გახდება ცნობილი არჩევნების შედეგები, დონალდ ტრამპმა უპასუხა:

 

„ვფიქრობ, შესაძლოა, ამ საღამოს გაიგებთ. ეს გამარჯვების მასშტაბებზეა დამოკიდებული“.

 

დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ფოსტით საარჩევნო ბიულეტენის გაგზავნის ვადების გახანგრძლივების თაობაზე.

 

„უამრავი ასპექტიდან გამომდინარე ეს სახიფათო გადაწყვეტილებაა. ამის გამო, ბიულეტენების დათვლას რამდენიმე დღე შეიძლება დასჭირდეს. მთელი მსოფლიო, ჩვენი ქვეყანა შედეგებს ელოდება. არჩევნების შედეგები 3 ნოემბერს უნდა გამოცხადდეს. ჩვენ წინ შესანიშნავი ღამე გველის“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

 

აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აირჩევენ.

 

ბოლო მონაცემებით, 100 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის წინასწარი უფლებით ისარგებლა და არჩევანი უკვე გააკეთა. ბოლო გამოკთხვის თანახმად, გამოკითხვის თანახმად, ჯო ბაიდენს მხარს ამომრჩევლების 51%, ხოლო დონალდ ტრამპს კი 43% უჭერს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი