logo_geo
ილჰამ ალიევი: ყარაბაღში კიდევ 12 სოფელი გავათავისუფლეთ
- +

7 ნოემბერი. 2020. 14:19

 

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის 4 რაიონში კიდევ 12 სოფელი გაათავისუფლეს.

 

„ჩვენმა სახელოვანმა ჯარმა გუბადლის, ფიზულის, ჯებრაილის და ზანგილანის რაიონებში 12 სოფელი გაათავისუფლა“ - აცხადებს ალიევი. ინფორმაციას Report.Az ავრცელებს.

 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ შუშასთან, რომელსაც აზერბაიჯანული ჯარი რამდენიმე მხრიდან უტევს.

 

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი