logo_geo
აზერბაიჯანული მედია: სომხეთის სამხედრო მოსამსახურეების დიდი ნაწილი დაიღუპა
- +

7 ნოემბერი. 2020. 22:50

 

აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო დაპირისპირებები გრძელდება.

 

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაპირისპირებისას სომხეთის სამხედრო მოსამსახურეების დიდი ნაწილი დაიღუპა, 30-მდე კი, დაიჭრა. დაიწვა სამხედრო ტექნიკა. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

 

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი