logo_geo
კორონავირუსის გამო ნიუ-იორკში სკოლები დაიხურა
- +

19 ნოემბერი. 2020. 14:54

 

 

COVID 19-ის ეპიდემიის ფაქტების მკვეთრი ზრდის გამო ნიუ-იორკში 19 ნოემბრიდან სკოლები იხურება. მერიის გადაწყვეტილებით, 300 ათასამდე სკოლის მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზე გადავა. ამის შესახებ nytimes.com იუწყება.

 

მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს დროებითი ზომაა და სკოლები მაშინვე გაიხსნება, როგორც კი ეს უსაფრთხო გახდება.

 

სკოლების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც ნიუ-იორკში კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტებმა 3%-ის შემთხვევაში დადებითი შედეგი აჩვენა. მანამდე სკოლების ონლაინ-სწავლებაზე გადაყვანის გადაწყვეტილება აშშ-ის სხვა ქალაქებშიც მიიღეს.

 

შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე ნიუ-იორკში შეერთებული შტატების სხვა რეგიონებთან შედარებით COVID 19-ის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან მეგაპოლისში კორონავირუსისგან 35 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

 

აშშ-ის მასშტაბით მხოლოდ 17 ნოემბერს კორონავირუსისგან 1596 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი