logo_geo
ბრიტანეთის დედოფლის მოსამსახურემ სასახლიდან ათეულობით ნივთი მოიპარა და აუქციონზე გაყიდა
- +

2 დეკემბერი. 2020. 17:46

 

 

დიდი ბრიტანეთის დედოფლის სასახლის თანამშრომელმა 100 ათასი ბრიტანული ფუნტის ღირებულების ნივთები მოიპარა და შემდეგ ABay-ის ინტერნეტ-აუქციონზე გაყიდა. ამის შესახებ „Daily Mail იუწყება.

 

ადამო კანტო ბუკინგემის სასახლეში 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. ლონდონში დაწესებული მეორე ლოქდაუნის დროს მას სასახლის დალაგება დაავალეს. სწორედ ეს დრო გამოიყენა კანტომ, რომ შეეღწია სასახლის სხვადასხვა ოთახში და იქიდან ძვირფასი ნივთები მოეპარა.

 

მოპარულ ნივთებს შორის იყო ბანის ორდენის მედალი, ვიქტორიას ორდენის კომანდორის ნიშანი, ასევე მან ქეით მიდლტონის და პრინც უილიამის ოჯახური ალბომიდან ფოტოები მოიპარა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს გადაიღეს.

 

ადამო კანტოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. დამნაშავეს პატიმრობა ემუქრება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი