logo_geo
ტერაქტი სირიაში - დაიღუპნენ თურქი სამხედროები
- +

11 დეკემბერი. 2020. 15:49

 

 

სირიის ქალაქ რას-ელ-აინში მომხდარი აფეთქების შედეგად 16 ადამიანი, მათ შორის, სამი თურქი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ jagran.com იუწყება.

 

ინფორმაციის მიხედვით, ბლოკ-საგუშაგოს სიახლოვეს დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

 

ტერაქტის დროს საგუშაგოზე თურქი სამხედროები და თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის ოპოზიციური ძალები იმყოფებოდნენ.

 

თურქეთი თავდასხმაში ქურთთა მუშათა პარტიას ადანაშაულებს, რომელიც თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებად ითვლება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი