logo_geo
საერთაშორისო კომოსურ სადგურზე ჟანგბადის მარაგი იწურება
- +

19 დეკემბერი. 2020. 20:03

 

 

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჟანგბადის მარაგი იწურება. ამის მიზეზი სადგურის კორპუსში არსებული ბზარია, რომლის მოძიება აგვისტოს შემდეგ უშედეგოდ მიმდინარეობს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

 

საერთაშორისო სადგურზე ჰაერის უმნიშვნელო გაჟონვა ჯერ კიდევ 2019 წელს დაფიქსირდა. მაშინ ის პრობლემას არ წარმოადგენდა. თუმცა მოგვიანებით გაჟონვის სიჩქარე დღე-ღამეში 270 გრამიდან ნახევარ კილოგრამამდე გაიზარდა.

 

სექტემბერში ბზარი აღმოაჩინეს და მისი იზოლირება მოხდა. თუმცა ჰაერის გაჟონვა გაგრძელდა. „როკოსმოსის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა უკვე განაცხადა, რომ თებერვალში სატვირთო ხომალდით სადგურზე ჟანგბადის დამატებითი მარაგი იქნება მიწოდებული.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ სადგური ახალი არ არის და მისი ექსპლუატაცია, მაქსიმუმ 2028 წლამდე იგეგმება, თუმცა სხვა პრობლემების გაჩენის შემთხვევაში სადგურის მისია, შესაძლოა, უფრო ადრეც დასრულდეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი