logo_geo
სომხეთში სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, კანაფის მოყვანას გეგმავენ
- +

4 თებერვალი. 2021. 18:02

 

 

ეკონომიკური რეაგირების პროგრამის ფარგლებში, რომელიც სომხეთის მთავრობის სხდომაზე იქნა დამტკიცებული, სომხეთში ინდუსტრიული კანაფის მოყვანას გეგმავენ. ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.

 

„ამ პროგრამას დეტალურად ავუხსნით საზოგადოებას. სამწუხაროდ, კანაფში ისინი სხვა რამეს ხედავენ, ხოლო კანაფი არის ძალიან მნიშვნელოვანი სამრეწველო ნედლეული. ამ შემთხვევაში საუბარია სამრეწველო ნედლეულის გადამუშავებაზე, რასაც, რა თქმა უნდა, აქვს რისკები. ამ რისკების მართვის მკაფიო მექანიზმები არსებობს, ეს მექანიზმები უკვე აპრობირებულია მთელ რიგ ქვეყნებში“, - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

 

სომხეთის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინინმა აღნიშნა, რომ აშშ-ში, რუსეთში და ჩინეთში სამრეწველო კანაფის მოყვანის ძალიან პოზიტიური გამოცდილება აქვთ.

 

„ეს გამოცდილება შეისწავლა ეკონომიკის სამინისტრომ, წინასწარი კონცეფცია უკვე შემუშავებულია. საუბარია მხოლოდ სამრეწველო კანაფზე. ეს მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობას. სოფლის მეურნეობის მიწის დაახლოებით 40%, სომხეთში არ გამოიყენება“, - თქვა ტიგრან ავინინმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი