logo_geo
ჩინეთში, ერთ-ერთ მაღაროში, 21 მაღაროელია ჩარჩენილი
- +

11 აპრილი. 2021. 13:56

 

 

ჩინეთის ჩრდილოეთ-დასავლეთით, ხინჯიანგის პროვინციის ერთ-ერთ მაღაროში 21 მაღაროელია ჩარჩენილი. „როიტერის“ ინფორმაციით, ქვანახშირის მაღარო დატბორილია. ამ დროს შახტაში 29 მაღაროელი მუშაობდა, მათგან რვის ამოყვანა მოხერხდა.

 

სამაშველო სამსახურების ინფორმაციით მაღაროში ჩარჩენილი ადამიანებიდან 12-ის ამოყვანა სავარაუდოდ რამდენიმე საათში მოხერხდება.

 

სამუშაოებს რელიეფი ართულებს. მაშველები უკვე რამდენიმე საათია მაღაროდან წყლის ამოტუმბვას ცდილობენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი