logo_geo
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ში ამ დროისთვის, 100 მილიონი მოქალაქეა აცრილი
- +

1 მაისი. 2021. 02:37

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 100 მილიონი ადამიანია აცრილი. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„ეს ის ასი მილიონი ადამიანია, რომელთა ცხოვრებაც შემსუბუქდა, რადგან იციან, რომ გრძელი და მძიმე წლის შემდეგ ისინი ვირუსისგან დაცულები არიან“, – განაცხადა თეთრი სახლის პანდემიაზე რეაგირების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჯეფრი ზინტსმა.

 

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა აშშ-ში მოსახლეობის 38 %-ს აქვს მიღებული, ერთი დოზით კი 55 %-ია აცრილი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი