logo_geo
ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იკლებს
- +

3 მაისი. 2021. 13:09

 

 

იმის გათვალისწინებით, რომ ინდოეთში ვითარება მძიმეა, მსოფლიოს ყურადღება ამ ქვეყნისკენაა მიმართული. იქ კოვიდ-19-ის რამდენიმე მუტაციური შტამი ცირკულირებს, რამაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. მსოფლიოში ინფიცირების ყოველღიური რაოდენობის ნახევარი სწორედ ინდოეთზე მოდის.

 

მარტის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა ბრაზილიაში, მათ შორის ახალგაზრდებში. მას მხოლოდ ინდოეთი უსწრებს, თუმცა ლეტალობის მაჩვენებელი ორივე ქვეყანაში მსგავსია. კვირა დღის მონაცემებით 1200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 30 000-მდე.

 

ბლუმბერგის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიო მოსახლეობის 7.6 პროცენტია ვაქცინირებული, რაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელია. როგორც დასავლელი იმუნოლოგები აღნიშნავენ, მოსახლეობა ვაქცინის მიღებას არ ჩქარობენ, რადგან მათი ეფექტიანობა აეჭვებთ. გერმანული მედია ბოლო დღეებში აქტიურად წერს, რომ კომპანია „ბიოტექისა და ფაიზერის" ვაქცინამ პაციენტებში გულის კუნთის ანთება გამოიწვია, რასაც „ბიოტექის" წარმომადგენელი და ვაქცინის შემქმნელი უგურ შაჰინი უარყოფს.

 

„ეს ინფორმაცია ისრაელიდანაც მოგვაწოდეს, თუმცა ჩვენ დეტალურ ინფორმაციას მოვითხოვთ, რას ემყარება მოსაზრება, რომ აღნიშნულს, შესაძლოა, ვაქცინა იწვევდეს. მიოკარდრიტის შემთხვევები ჩვენი ვაქცინით დადასტურებული არ არის. პოლ ერლიხის გერმანული ინსტიტუტი, აშშ-ის წამლის სააგენტო ჩვენს მონაცემებს სწავლობს, გულის კუნთის ანთების არსებობის შემთხვევაში ინსტიტუტები დაუყოვნებლივ განაცხადებდნენ," - ამბობს უგურ შაჰინი.

 

ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება ევროპაში, კონტინენტზე ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი 80 ათასს არ აღემატება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი