logo_geo
კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი აქციების დროს ძარცვისა და ვანდალიზმის ფაქტებში შეიარაღებულ დაჯგუფებებს ადანაშაულებს
- +

5 მაისი. 2021. 10:45

 

 

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების დროს განხორციელებულ ძარცვისა და ვანდალიზმის ფაქტებში შეიარაღებულ დაჯგუფებებს ადანაშაულებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.

 

დიეგო მოლანოს განცხადებით, ძალადობრივი ჯგუფები მემარცხენე პარტიზანული დაჯგუფების, „ეროვნული განმათავისუფლებელი არმიისა“ (ELN) და „კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების“ (FARC) მიერ ფინანსდებოდა.

 

მოგვიანებით გავრცელდა ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება, რომ მთავრობა მზად არის დემონსტრაციების ორგანიზატორებთან დიალოგისთვის. ივან დუკეს განცხადებით, მოქალაქეების მოსასმენად და მიზნებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მისაღებად მთავრობა სპეციალურ სივრცეს შექმნის.

 

საპროტესტო გამოსვლები კოლუმბიაში საგადასახადო რეფორმის კანონპროექტის გამო დაიწყო. მოქალაქეები საწვავსა და კომუნალურ მომსახურებაზე დამატებითი ღირებულების გადასახადის დაწესებას ეწინააღმდეგებოდნენ. ადგილობრივი უფლებადამცველების ინფორმაციით, საპროტესტო აქციებს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი