logo_geo
სლოვაკეთში პოლიტიკოსებმა, კომენდატის საათის დარღვევისთვის, თანამდებობა დატოვეს
- +

6 მაისი. 2021. 13:13

 

 

სლოვაკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და მისმა კოლეგამ თანამდებობები მას შემდეგ დატოვეს, რაც მათ ქვეყანაში კომენდანტის საათი დაარღვიეს. ინფორმაციას ამის შესახებ Ukrinform ავრცელებს.

 

აღინიშნა, რომ ორივე პარლამენტარი კაფეში ნახეს, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული კომენდატის საათი დაწყებული იყო.

 

გარდა ამისა, ამჟამინდელი წესების თანახმად, სლოვაკეთის კვების ობიექტებს სტუმრების მიღება აკრძალული აქვთ, მომხმარებელს მხოლოდ გატანის სერვისით სარგებლობა შეუძლია.

 

ცნობილია, რომ პოლიტიკოსებმა ბოდიში მოიხადეს და განაცხადეს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ამ ეტაპისთვის უნდა ჩატარდეს ოფისში და არა კაფეში.

 

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს ყოფილი პოლიტიკოსების ადგილს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი