logo_geo
გერმანიაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ყველა ზრდასრული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება
- +

7 მაისი. 2021. 02:40

 

 

გერმანიაში უახლოეს მომავალში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ყველა ზრდასრული ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი. გერმანიის მთავრობამ ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა მოხსნა.

 

ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, ასევე შემცირდება პირველ და მეორე დოზას შორის დროის ხანგრძლივობა. თუ აქამდე პირველ და მეორე დოზის გაკეთებას შორის 12-კვირიანი შუალედი უნდა ყოფილიყო დაცული, ახლა მსურველებს მეორე დოზის გაკეთება ოთხ კვირაში შეეძლებათ.

 

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთება მხოლოდ 60 წელს ზემოთ ადამიანებისთვის იყო რეკომენდებული.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი