logo_geo
საუდის პრინცი ვალების გამო ციხეში მოხვედრილ ადამიანებს კრედიტებს დაუფარავს
- +

7 მაისი. 2021. 14:22

 

 

საუდის არაბეთის მეფისნაცვალმა, მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა 13 მილიონი საუდის რიალი გამოყო (თითქმის, 3,5 მილიონი დოლარი) სამეფოს 150-ზე მეტ მცხოვრების სესხების დასაფარად, რომლებიც ვალის გამო ციხეში აღმოჩნდნენ.

 

საუდის არაბეთის მედიის ინფორმაციით, თანხები რამადანთან დაკავშირებით იქნა გამოყოფილი.

 

კიდევ 87 მილიონი რიალი (23 მილიონ დოლარზე მეტი) მეფისნაცვალმა ქველმოქმედებას შესწირა.

 

 

 

აპრილში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მასშტაბურ საქველმოქმედო აქციაზე განაცხადეს. მარხვაში გაჭირვებულებს საკვების 100 მილიონი ულუფა დაურიგდებათ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი