logo_geo
Vans-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოლ ვან დორენი 90 წლისა გარდაიცვალა
- +

9 მაისი. 2021. 00:20

 

 

კომპანია Vans-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი პოლ ვან დორენი 90 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია Instagram-ის გვერდზე ავრცელებს.

 

პოლი არ იყო მხოლოდ მეწარმე, ის იყო ნოვატორი. კომპანია Van Doren Rubber Company გახდა მისი ცხოვრების მთავარი კულმინაცია. ეს იყო ექსპერიმენტები და მძიმე შრომა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოებაში.

 

1966 წელს პოლ ვან დორენმა ძმასთან, ჯეიმსთან და ბიზნესპარტნიორ გორდონ ლისთან ერთად კალიფორნიაში პირველი მაღაზია Vans-ი გახსნა (Van Doren Rubber Company). შემოკლებული სახელწოდება 1970 წლებიდან გაჩნდა. 1988 წელს დამფუძნებლებმა კომპანია გაყიდეს. ახლა Vans-ი კორპორაცია VF-ის ნაწილია.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი