logo_geo
ბრიტანეთი რესტორნებს ხსნის და ხალხს ქუჩაში ჩახუტების ნება აძლევს
- +

10 მაისი. 2021. 15:31

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დღეს მორიგი შემსუბუქების თარიღს გამოაცხადებს. 17 მაისიდან გახსნის ახალი ეტაპი ბრიტანელებს ბარებსა და რესტორნებში - დახურულ სივრცეში თავშეყრის საშუალებას, ასევე და ქუჩაში ჩახუტების ნებას მისცემს. ხანგრძლივი და უმკაცრესი კარანტინის შემდეგ ღია სივრცეში 30 ადამიანის, ხოლო დახურულ სივრცეში 2 ოჯახის შეკრება იქნება შესაძლებელია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც ვაქცინაციის პროცესის სწრაფად და ეფექტურად მართვა მოახერხა. დღეს ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით გარდაცვალების მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანა, თანდათანობით, საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენასაც გეგმავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი