logo_geo
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 158 მილიონს გადააჭარბა
- +

10 მაისი. 2021. 17:56

 

 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 158 მილიონს გადააჭარბა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 158 400 711 შემთხვევა გამოვლინდა, 3 294 657 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 94 461 525 - გამოჯანმრთელდა.

 

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 32 708 028 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 294 657 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

big_banner
არქივი