logo_geo
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას მეტროში სროლა მოხდა, არის მსხვერპლი
- +

12 მაისი. 2021. 17:42

 

 

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას მეტროში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

შემთხვევა მეტროს ერთ-ერთ ვაგონში მოხდა, მამაკაცმა ესროლა ქალს, შემდეგ კი თავი მოიკლა.

 

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება მივიდა და ექიმების თქმით, ქალის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. სადგური პოლიციამ გადაკეტა.

 

სამართალდამცავების ცნობით, ეს არის ორ ადამიანს შორის კონფლიქტი, რომელიც არ უკავშირდება ტერორიზმს. ცნობილია, რომ თავდამსხმელ მამაკაცსა და დაშავებულ ქალს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი