logo_geo
პრინცი ჰარი: ის ტკივილი, რაც მე გადავიტანე, არ მინდა, ჩემმა შვილებმაც გადაიტანონ
- +

14 მაისი. 2021. 14:30

 

 

სასექსის ჰერცოგი, რომელიც ჰერცოგინია მეგან მარკლისგან მეორე შვილს ელოდება,  ბავშვობის ტრავმაზე ალაპარაკდა.

 

როგორც პრინცმა ჰარიმ BBC-ისთან ინტერვიუს დროს განაცხადა, მას არ სურს თავისი შვილებისთვის იმ ტკივილის გადაცემა, რაც თავად გადაიტანა.

 

„მე არ ვფიქრობ, რომ ვინმე დავადანაშაულო. ჩემი მშობლები განიცდიდნენ იმ ყველაფერს,  რაც იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ტკივილის ამ ციკლს დავარღვევ, რომ ჩემს შვილებსაც არ გადავცე.

 

ეს არის გენეტიკური ტკივილი და ბევრი ტანჯვა, თუმცა, ჩვენ, როგორც მშობლებმა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ვუთხრათ ჩვენს შვილებს: - იცი რა, ეს მე დამემართა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ მოხდება შენს შემთხვევაში. მამა ისე მექცეოდა, როგორც მას ექცეოდნენ მშობლები, როგორ შემიძლია, მეც იგივე გავაკეთო ჩემი შვილებისთვის?!“- ამბობს პრინცი ჰარი.

 

ჰერცოგი მისი ოჯახის აშშ-ში გადასვლის შესახებაც აკეთებს განმარტებას. ჰარის თქმით, გადაწყვეტილება წინასწარ განზრახული გეგმის ნაწილი არ ყოფილა:

 

„ზოგჯერ საჭიროა მიიღო გადაწყვეტილებები, რომ ოჯახი და ფსიქიკური ჯანმრთელობა პირველ ადგილზე დააყენო“, - ამბობს ჰარი.

 

big_banner
არქივი