logo_geo
დონალდ ტრამპი მსოფლიოს ქვეყნებს Twitter-ისა და Facebook-ის აკრძალვისკენ მოუწოდებს
- +

9 ივნისი. 2021. 13:26

 

 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მსოფლიოს ქვეყნებს Twitter-ისა და Facebook-ის აკრძალვისკენ მოუწოდებს.

 

„ვულოცავ ნიგერიას, რომელმაც Twitter-ი აკრძალა, რადგან მათ ნიგერიის პრეზიდენტი დაბლოკეს. უფრო მეტმა ქვეყანამ უნდა აკრძალოს Twitter-ი და Facebook-ი, რადგან ისინი თავისუფალ სიტყვას არ უშვებენ. ამასობაში, კონკურენტები გამოჩნდებიან და თავის ადგილს დაიმკვიდრებენ. როგორ უნდა გვიკარნახონ, თუ რა არის სიკეთე და ბოროტება, როდესაც თავად არიან ბოროტება? ალბათ, ეს პრეზიდენტობის პერიოდში უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ცუკერბერგი სულ მირეკავდა და თეთრ სახლში მოდიოდა და მეუბნებოდა, თუ როგორი დიადი ვიყავი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი