logo_geo
ლისაბონის მერმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა
- +

10 ივნისი. 2021. 18:58

 

ლისაბონის მერმა, ფერნანდო მედინამ საჯაროდ მოიხადა ბოდიში იმის გამო, რომ მერიამ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციის ორგანიზატორების პირადი მონაცემები რუსეთის საელჩოს გადასცა.

 

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, ლისაბონში აქციის ორგანიზატორებმა მერიას სულ მცირე სამი ორგანიზატორის მონაცემები უნდა გადასცენ. ეს მონაცემები შემდეგ პოლიციას ეგზავნება.

 

პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა ეს მონაცემები რუსეთის მთავრობას გადასცა. ქალაქის მერი მომხდარს ბიუროკრატიით ხსნის და ამბობს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ მერიამ ეს პროცედურა შეცვალა.

 

„ბოდიშს ვუხდი საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს. მინდა, ამას ვუწოდო სამწუხარო შეცდომა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა ქალაქის მერმა.

 

big_banner
არქივი