logo_geo
იტალიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 95% „დელტა“ ვარიანტზე მოდის
- +

30 ივლისი. 2021. 19:06

 

იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 95% „დელტა“ ვარიანტზე მოდის.

 

აღსანიშნავია, რომ 22 ივნისის მდგომარეობით, „დელტა“ ვარიანტზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების 22.7% მოდიოდა.

 

„ახლა უკვე დომინანტური „დელტა“ ვარიანტის სწრაფი გავრცელება შეესაბამება ევროპულ მონაცემებს. აუცილებელია შემთხვევების სისტემატური მონიტორინგი და ვაქცინაციის ციკლის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება“, - ნათქვამია იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი