მსხვერპლით დასრულდა სროლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პენტაგონის შენობის გარეთ პოლიციის ოფიცერს ერთი პირი თავს დაესხა, სამართალდამცველი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
პოლიციელის მიერ გასროლის შედეგად დაიღუპა თავდამსხმელიც. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი მოქალაქე. მომხდარის მოტივი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.