logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ვინც ფიქრობს, რომ დონბასი რუსეთია, საცხოვრებლად რუსეთში წავიდეს
- +

5 აგვისტო. 2021. 15:40

 

 

„რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის მომხრეები და ყველა ის, ვინც ფიქრობს, რომ დონბასი რუსეთია, საცხოვრებლად რუსეთში წავიდეს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია „დომისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი" ავრცელებს.

 

„თუ დროებით ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე ცხოვრობთ და მიგაჩნიათ, რომ „ჩვენი საქმე სამართლიანია, რუსეთში გვინდა, ჩვენ რუსები ვართ“, მაშინ დიდი შეცდომაა დონბასში ცხოვრება. ეს არასოდეს იქნება რუსეთის ტერიტორია, უბრალოდ არ იქნება და მორჩა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა დონბასის ოკუპაცია ბერლინის კედელს შეადარა და განაცხადა, რომ „კედელი ნებისმიერ შემთხვევაში დაინგრევა“.

 

„თუ რუსეთი გიყვარს და მთელი ცხოვრება ცხოვრობდი უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ფიქრობდი, რომ ეს რუსეთია, თუ ასე ფიქრობ, ასე გრძნობ, უნდა მიხვდე, რომ შენი შვილების და შვილიშვილების გულისთვის დროა წახვიდე რუსეთში და საცხოვრებლად ადგილი იქ იპოვო,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

რაც შეეხება დონბასში მცხოვრებ იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს უკრაინელებად მიიჩნევენ, ხოლო რეგიონს - უკრაინის ნაწილად, ზელენსკიმ მათ გამძლეობა უსურვა, რადგანაც, მისი თქმით, ეს ტერიტორია ნებისმიერ შემთხვევაში დეოკუპირებული იქნება.

 

 

big_banner
არქივი