logo_geo
მაია ომიაძემ ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
- +

24 აპრილი. 2024. 10:06

 

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

 

„ტურიზმის როლი შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკაში“ - პანელურ დისკუსიაში მაია ომიაძემ ტურიზმის მიმართულებით საქართველოს მიღწევების შესახებ ისაუბრა. მაია ომიაძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული აქტივობები და დაგეგმილი პროექტები. 

 

კონფერენციას „საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები შავი ზღვის სტრატეგიის კონტექსტში“ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ელიოტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლამ უმასპინძლა.

 

კონფერენციაზე გახსნითი სიტყვით წარდგა აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ სტუდენტები ჰარვარდის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტებიდან, ვაშინგტონში საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის თემაზე მომუშავე ექსპერტები, ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატები და აშშ-ის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

 

 

big_banner
არქივი