logo_geo
დიდი შერიგებისკენ გადადგმული თერთმეტი ნაბიჯი
- +

20 აგვისტო. 2017. 11:52

 


წიგნის დაბადება, ზოგადად, დიდი მოვლენა მგონია. გაცნობის შემდეგ იწყება მის ავ-კარგსა და მნიშვნელობაზე  ფიქრი. სულ ახლახან გამოვიდა ჟურნალისტ ვახტანგ (გოჩა) ხუნდაძის პუბლიცისტური ნაშრომი  „თერთმეტი ინტერვიუ". რეცენზენტად ნამდვილად არ გამოვდგები, რადგან აუცილებლად სუბიექტური ვიქნები რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი ის გახლავთ, რომ ავტორთან ნახევარსაუკუნოვანი მეგობრობა მაკავშირებს, მეორე-ეს ინტერვიუები ჩემს თვალწინ იქმნებოდა და ავტორის განცდებისა და ერთგვარი შიშის მომსწრეც გახლავართ. რატომ შიში და განცდა? თემაა ძალიან ფაქიზი და მუდმივად ბეწვის ხიდზე სიარულს მოითხოვს. ვინც ადამიანთა ურთიერთობებზე წერისას ამ გრძნობებს არ განიცდის, გამოდის, რომ ამ თემას მის გულში არ გაუვლია, ძარღვი არ შეტოკებია - სულიერი ტკივილი რომ ჰქვია ის ძარღვი. გოჩა ხუნდაძისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო დანის პირზე სიარული, რადგან თავად იყო მოწმე იმ დიდი ტკივილისა, რომელიც ამ უაზრო ტრაგედიამ ქართველებსა  და აფხაზებში დატოვა. ჩატეხილი ხიდის გამთელება ვინმე ერთის საქმე და მოვალეობა არაა, ეს საზოგადოების, ხალხის საზრუნავია. საზრუნავი კი ყველამ უნდა გავინაწილოთ, ჩვენი წილი ნაბიჯები გადავდგათ იმ კეთილშობილურ საქმეში, რასაც დაკარგული სიყვარულის აღდგენა ჰქვია. გოჩა ხუნდაძემ, ამ  პუბლიცისტიკით თავისი წილი თერთმეტი ღირსეული ნაბიჯი გადადგა და მთავარი დაგვანახა: - გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ.

როგორც ვთქვი, ეს არ არის ერთი კაცის საკეთებელი, არც იოლია, რადგან გვირაბის ბოლოს სინათლის სხივი ჯერ უნდილად ჭიატობს, არც მეტი არც ნაკლები სულ რაღაც -„იმედის სამი კვადრატული მეტრია"...დრო ულმობლად მირბის, უკვე მეოთხედი საუკუნე გასულა, გაუცხოების 25 წელი, ამიტომ ერთად უნდა შევდგეთ  ჩატეხილი ხიდის ორივე მხარეს და მისხალ-მისხალ დავიბრუნოთ  დაკარგული... ყველაზე რთული და მთავარი ნდობის დაბრუნებაა... ეს უნდა შევძლოთ რადგან „ჩვენი ვალია შთამომავლობის წინაშე".














 

big_banner
არქივი