ავტორი დიანა ლიპარტელიანი
„პატარა სიყვარულები ყოველთვის არსებობს ადამიანების ცხოვრებაში, მაგრამ პირველი, მდგრადი სიყვარული ჩემი თანაკლასელი, შემდეგ ჩემი მეუღლე თამუნა გახლდათ, რომელიც 1969-ში ქორწინებით დაგვირგვინდა. გვყავს 2 გოგონა და სამი შვილიშვილი", - გვიყვება ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი.
„არ ვეთანხმები ნათქვამს, რომ ნამდვილი სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის. ყველაფერი ინდივიდუალურია. ზოგს ერთხელ უყვარდება და სამუდამოდ, ზოგს რამდენჯერმე. ადამიანი რთული არსებაა, რთული ბუნების მატარებელია და ეს ბუნება ატარებს და ათამაშებს მას.
რომ ამბობენ - უღლატაო, რას ამბობთ, რომ არ ეღალატა, მაშინ საკუთარ თავს უღალატებდა?! საკუთარი თავის ღალატი უარესია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული ადამიანის ღალატი, თუნდაც ცოლი იყოს. როგორც ჩემი ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამბობდა - ღალატია, ჩემს ცოლს რომ მივეპარო და რაღაც ჩავარტყა თავში."-
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:
http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=1163