logo_geo
საქართველოს მასშტაბით 42 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია
- +

8 დეკემბერი. 2016. 19:44




საქართველოს მასშტაბით, მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, 42 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ავრცელებს. მისი თქმით,  სასწავლო პროცესის შეჩერების მიზეზი რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდების გართულებაა.


„მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო გართულდა იმ რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება, რაზეც დამოკიდებულია სკოლის გათბობის სისტემა, შესაბამისად, სკოლებმა მიიღეს გადაწყვეტილება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენამდე, სასწავლო პროცესი დროებით შეეწყვიტათ", - განაცხადა ლია გიგაურმა.

 

 


 

big_banner
არქივი