logo_geo
ვახტანგ გომელაური: „ჩადებები“ აღარ ხდება, პოლიცია დეპოლიტიზებულია
- +

12 თებერვალი. 2020. 00:22

 

 

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის თქმით, უწყებაში სისტემური დანაშაული აღარ ხდება და პოლიცია დეპოლიტიზებულია.

სისტემური დანაშაული, „ჩადებები“ აღარ ხდება, ხდება ის, რომ მუშაობენ. თვითონაც, რომ უთხრა, წადი ეხლა ეს გააკეთე,  აღარ გააკეთებენ.  იციან ამათ, რომ უკანონობის გამო პასუხისგებაში მიეცემიან. ახსოვს ყველას ძალიან კარგად, რაც მოხდა, როგორც მოხდა. დღეს თუ არა, ხვალ მოგთხოვენ პასუხს. უკანონო დავალებას არა, თუმცა, თუ გასაკეთებელია - ეს იქნება დაკავება თუ რაიმე სხვა სახის ღონისძიება მართლა სიცოცხლეს სწირავენ ყოველ დღე.

დღეს ბევრად თავისუფალია,  დამოუკიდებელია პოლიცია. მე რამდენიმე მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, რაც ჩვენ გავაკეთეთ. არჩევნების თემა რომ ავიღოთ, რომელიც მაშინ ტარდებოდა მაშინდელი ე.წ.  სოდ-ის, კუდ-ის შენობებში. ტარდებოდა, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, სადაც 1500-მდე ადამიანი მსახურობს. იდგნენ იქ ხელმძღვანელები და უყურებდნენ, ვინ როგორ შემოხაზავდა. ეს თემა გავიტანეთ საერთოდ გარეთ, საერთოდ გავაუქმეთ  ჩვენმა მთავრობამ. რაც მოვედით,  აღარ არსებობს ასეთი რაღაც, რომ სამხედრო ან სპეცდანიშნულების რაზმის დანაყოფში ჩატარდეს არჩევნები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

big_banner
არქივი