logo_geo
საფრანგეთის ელჩი თბილისზე: ეს არის ქალაქი, რომელიც დინამიკურად ვითარდება
- +

4 მარტი. 2020. 22:04

 

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დიეგო კოლასთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა.

დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისსა და საფრანგეთის ქალაქებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, ისაუბრეს ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სხვა მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

დედაქალაქის მერმა საფრანგეთის ელჩს თბილისში მიმდინარე  და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

საფრანგეთის ელჩმა  მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განხორციელებულ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს. დიეგო კოლასმა შესაბამისი სამსახურების მუშაობას მაღალი შეფასება მისცა.

„ეს ჩვენი პირველი ოფიციალური შეხვედრაა, რომელზეც ვისაუბრეთ თბილისის განვითარების პერსპექტივებზე. ეს არის ქალაქი,  რომელიც დინამიკურად ვითარდება. ვისაუბრეთ სოციალურ-ეკონომიკურ  განვითარებასა და გარემოს დაცვით საკითხებზე. ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ მომავალში კიდევ გავაღრმავოთ  თანამშრომლობა  და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ თბილისს.  კორონავირუსთან  დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა შესაბამისი უწყება, ქვეყნის მასშტაბით, მაღალი სტანდარტით აწარმოებს კორონავირუსის გავრცელების  თავიდან ასაცილებელ  პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. მოხიბლული ვარ, როგორ მართავს პროცესს ხელისუფლება,“ - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

 

 

big_banner
არქივი