კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 227-კილოგრამიანი გორილა დაიჭირეს. მის გადაყვანას 10 ადამიანი დასჭირდა. პროცესი კი ცნობილმა ფოტოგრაფმა, ბრეტ სტირტონმა 2007 წელს გადაიღო.
გორილა კონგოს ვირუნგის ეროვნულ პარკში დაიჭირეს, რამდენიმე კი მოკლეს. სტირტონის ფოტო Newsweek-ში გამოქვეყნდა, რის შემდეგაც, აფრიკის 9 ქვეყანამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც გადაშენების პირას მყოფი მთის გორილების დაცვას გულისხმობდა.
ის ჟურნალ TIME-ის 100 საუკეთესო ფოტოს შორის მოხვდა.