logo_geo
ვლადიმირ ზელენსკი: მინდოდა, კოვიდინფიცირებული ვყოფილიყავი, რათა ხალხის მდგომარეობა შემსუბუქებულიყო
- +

9 ივნისი. 2020. 13:32

 

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის თქმით, მას სურდა, კოვიდინფიცირებული ყოფილიყო, რათა ხალხის მდგომარეობა შემსუბუქებულიყო.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას დაავადების არ ეშინია.

 

„ჩემს თავზე მინდოდა გამომეცადა ეს ეტაპი, რათა ხალხის მდგომარეობა შემსუბუქებულიყო. როდესაც ჩვენ გვქონდა დეპრესიის პერიოდი, მე ჩემს გუნდს შევთავაზე, მოდი, მე გავხდები ავად და ჩემი იზოლაცია მოხდება. ამას ნორმალურად გადავიტან. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ხალხი მიხვდეს, ყველა შეიძლება გახდეს ავად“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

 

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ეს „ზედმეტი“ იყო.

 

„ოჯახი არ მაპატიებდა. იტყოდნენ, რომ მე სულელი ვარ“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი