რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთის მოსახლეობისთვის ყველაზე სექსუალური მამაკაცია.
Superjob.ru-ს მიერ, 2 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული კაცების 18% და ქალების 17% ვლადიმირ პუტინს რუსეთის ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად მიიჩნევს.
68 წლის მარტოხელა პუტინი ერთადერთი კაცია, რომელმაც ღია გამოკითხვით ხმების ორნიშნა პროცენტული მაჩვენებელი მიიღო.
„წინა წლის გამოკითხვიდან 1%-იანი ვარდნის მიუხედავად, ქვეყნის ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი რუსებისთვის კვლავ ვლადიმირ პუტინია. მას კონკურენციას ვერც ათლეტები უწევენ და ვერც პოლიტიკოსები“, – აღნიშნულია კვლევაში.